|
2023-05-02 12:57:23, 681 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები 9 მისამართზე დასრულდა, 8 მისამართზე კი მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები დასრულებულია გლდანის მეორე მიკრორაიონის N26 კორპუსის VI სადარბაზოში და მუხიანის IV ა მიკრორაიონის N5 კორპუსის I სადარბაზოში. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ორივე ლიფტის სრული რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 410 ლარი დაიხარჯა. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100 % -ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რამდენიმე მისამართზე დასრულებულ სამუშაო პროცესს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)