|
2023-05-02 10:30:33, 672 ნახვა
მსოფლიო
დუდა - დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღება
2025 წელს, პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა. დუდას თქმით, ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის პრეზიდენტობისას მთავარი პრიორიტეტი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების EU-ში გაწევრიანება იქნება. "მე და პრემიერ-მინისტრმა [მატეუშ მორავეცკი] კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს გინდოდეს, გახდე თავისუფალი დასავლეთის ნაწილი. დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღება",- განაცხადა დუდამ. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოზე არაფერი უთქვამს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი 2021 წლის ივნისში მიანიჭა, ხოლო საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა და 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)