|
2023-05-01 16:53:12, 736 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებით წარსდგა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და თავდაცვის ძალების გაძლიერების რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება. "კომიტეტის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს მიმართულებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომ ამაღლებასა და გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, კონტრ-მობილურობისა და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)