12:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 09:48:32, 672 ნახვა

საზოგადოება
გაბუნია - იშვიათი დაავადებების საბჭო უნდა გაიხსნას სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც

„იშვიათი დაავადებების საბჭო უნდა გაიხსნას სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც. ჩვენთვის ცნობილია ორგანიზებული ჯგუფები, არასამთავრობო, სამოქალაქო ჯგუფების სახით, რომლებიც მუშაობენ სპინალური ამიოტროფიის, ფენილკეტონურიის, ცისტური ფიბროზის და კიდევ  სხვა მიმართულებებით. ჩვენ მათაც შევთავაზებთ საბჭოს წევრობას, რომ საბჭო იყოს ღია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. 

თამარ გაბუნიას თქმით,  იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში, ბევრი, ინოვაციური მედიკამენტი შეიქმნა ან შეიქმნის პროცესშია, მნიშვნელოვანია, იშვიათი დაავადებების მკურნალობისთვის, უფრო ფართო ფორმატში მოხდეს მსჯელობა. 

„ეს იქნება კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ საერთო სურათი დავინახოთ და შემდეგ პრიორიტეტებზეც ერთად ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ იმ გადაწყვეტილებებზე რაც იქნება, ბავშვებისთვის, პირველ რიგში ეფექტური, უსაფრთხო და მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რაც გვინდა რომ მივიღოთ. რაც მთავარია უნდა შევჯერდეთ, რა შედეგების მოლოდინი უნდა გვქონდეს  ამ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებაში და სხვა ბავშვების საჭიროებებიც გავიზიაროთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics