2023-04-29 15:43:25, 1500 ნახვა
ომი უკრაინაში
უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, 23 დაღუპულს შორის, 5 ბავშვია
ჩერკასის რაიონში, უმანში, მაღალსართულიან შენობაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი - ორი ბიჭი (წლინახევრისა და 16 წლის) და სამი გოგო (8,11 და 14 წლის).
ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები გრძელდება, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 28 აპრილს, დილით, რუსეთის რეჟიმმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მტრის ერთ-ერთი რაკეტა უმანში მაღალსართულიან შენობას მოხვდა. 15:00 საათისთვის ცნობილი იყო 17 მსხვერპლი, მათ შორის სამი ბავშვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,