12:40 - 08 May, 2026
|
2023-04-28 14:19:48, 826 ნახვა
საზოგადოება
მერია - უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. „ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებით. შეზღუდვის პერიოდში N450 მიკროავტობუსი წყნეთის გზატკეცილიდან უჩანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩით და შემდეგ გზას არსებული სქემის მიხედვით გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)