|
2023-04-28 10:51:11, 813 ნახვა
საზოგადოება
გზების დეპარტამენტი - 2-5 და 15-18 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება
ყოველწლიური გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2-5 და 15-18 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის 06:00სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. "გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)