|
2023-04-27 13:14:02, 770 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ციხიდან ცემის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკო, რომელიც ქრთამის აღების და ფულის გათეთრების სისხლის სამართლის საქმეზეა პატიმრობაში, ნოვოპოლოცკის საავადმყოფოში მოათავსეს. - ამის შესახებ, პოლიტიკოსის შტაბ-ბინა ტელეგრამის არხზე იტყობინება. "Მმეგობრებო გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ვიქტორ ბაბარიკო ნოვოპოლოცკის საავადმყოფოშია. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის დადასტურება. სამწუხაროდ, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, - წერენ ბაბარიკოს შტაბში. წინა ღამეს ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ბაბარიკო ცემის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან მოითხოვა, რომ მის ოჯახს და ადვოკატებს მიეცათ მისი ნახვის უფლება, ასევე „აჩვენონ, რა მდგომარეობაშია იგი“. რაბოჩი რუხის ტელეგრამის არხის თანახმად, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ბაბარიკოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ, პოლიტიკოსი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში. 2021 წლის ზაფხულში ბაბარიკოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი შემოსავლის გათეთრება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. ბაბარიოს დაცვის მხარე მის საქმეს პოლიტიკურ საქმეს უწოდებს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)