11:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 12:50:06, 729 ნახვა

საზოგადოება
27 აპრილს, ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს

27 აპრილს, ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას 70-ზე მეტი კომპანია მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ 2000-ზე მეტი ვაკანსიიდან შეარჩიონ სასურველი: სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო,  სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.

„ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით ტარდება. ღონისძიება ,,შერატონ ბათუმში’’,  4:00 საათზე დაიწყება.

წელს პირველად, კომპანიების გარდა საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს  მოქალაქეებს  სახელმწიფო უწყებებიც გააცნობენ.

დასაქმების ფორუმზე, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები.  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს, 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს მაისის თვეში  სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics