15:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 13:05:25, 747 ნახვა

საზოგადოება
IRI - მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად EU-ს ასახელებს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

IRI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. დასაშვები იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ის, 27% - უკრაინას, 18% - თურქეთს, 16% აზერბაიჯანს, 12% - დიდ ბრიტანეთს, 8%, რუსეთს, 8% სომხეთს, 8% ისრაელს და ა.შ.


კვლევის თანახმადვე, მოსახლეობის 60%-ი ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, 43% - აშშ-ის, 30% - თურქეთს, 22% - აზერბაიჯანს, 21% - უკრაინას, 12% - რუსეთს, 8% - დიდ ბრიტანეთს და ა.შ.

 

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics