2023-04-24 23:25:53, 969 ნახვა
პოლიტიკა
ვარჰეი - EU მხარს უჭერს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში
ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში
„შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, კერძოდ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში“,- წერს ვარჰეი „ტვიტერზე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,