|
2023-04-24 15:54:37, 891 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია - ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება
300 ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებებზე, სადაც ერთ სივრცეში იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკური, ისე - სამკურნალო მიმართულებით,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ონკოლოგიურ პაციენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ისეთი მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისიც, როგორიც პროტონოთერაპიაა. აღნიშნულ საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს საერთაშორისო ბაზრის კვლევა, იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა, ამ მიმართულებით, გამოხატონ ინტერესი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც. „ბავშვთა ონკოლოგია დიდი ხანია სამინისტროს პრიორიტეტია. გასულ წელს, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ისრაელის იხილოვის კლინიკასთან და თურქეთის სამედიცინო კლინიკასთან, ასევე ესპანეთთან. ამ ეტაპზე, პროექტის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია. ყოველწლიურად, სამწუხაროდ ჯერ კიდე 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე. ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სერვისების შეთავაზება მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამდენად ეს პროექტი , რომელიც სამინისტრომ მოამზადა, გახლავთ უცხოეთის კლინიკებთან თანამშრომლობით ყველა ბავშვისთვის, იმის შესაძლებლობის შექმნას,რომ მათ სრულად მიიღონ სამედიცინო სერვისები, უახლესი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებით. მათ შორისაა პროტონოთერაპიაა. ასევე, რობოტული ტექნიკის გამოყენებით ქირურგიული ჩარევების წარმოება და სხვა ინტერვენციები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს. ამას დასჭირდება დამატებითი სერვისი, თუმცა ეს სერვისი იქნება ხსნა იმ ბავშვებისთვის, ვისაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. საუბარია წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვზე. ეს არის 150 ახალი შემთხვევა და ის ბავშვები, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებები. ვფიქრობთ, ეს მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხს. აქვე იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც შეირჩნენ პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, დაგვეხმარებიან ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში“,- განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. შედეგად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)