09:17 - 15 Jun, 2026
|
2023-04-24 13:53:08, 1186 ნახვა
სამართალი
ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა 768 250 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელების ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილისა და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 462 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი (Iphone 166 ცალი, Samsung 296 ცალი) გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 768 250 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)