04:59 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 13:28:13, 860 ნახვა

პოლიტიკა
ბოტკოველი - კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა

ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება და როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა,  ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რაც ყველა პარტიაში ხდება - მსგავსი გადაწყვეტილება კი წინა მენეჯმენტსაც აქვს მიღებული.

„ეს არის პროცედურა, რომელიც არის ჩვეულებრივი პროცედურა, არავის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არავისთვის არ შეუწყვეტია. ასეთი გადაწყვეტილება მიუღია პარტიის წინა მენეჯმენტსაც, იმის წინა მენეჯმენტსაც და ეს ნებისმიერ პარტიაში არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც კონკრეტული ადამიანის ამოღება ხდება სიიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიის ლანძღვით არიან მხოლოდ დაკავებულები და პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ ერთვებიან ყოველთვის ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება და არა, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა. აქვე დავამატებ, რომ პარტიაში არანაირი ფლანგები არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯანსაღი ნაწილი, რომლის ფლანგებად დაყოფა ჩემთვის არის მიუღებელი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics