2023-04-23 11:35:03, 1268 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - წარმოუდგენელია, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში ხელისუფლება არ იყოს ჩართული
"ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ხდებოდეს და ამაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართულნი, არ მფარველობდნენ მათ", - ამის შესახებ ე.წ ქოლ-ცენტრების სექემასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნულ თემაზე ობიექტური სინამდვილის დადგენა ხელისუფლების ინტერესში არ შედის.
"ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ხდებოდეს და ამაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართულნი, არ მფარველობდნენ და ამისგან სარგებელს არ იღებდნენ, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ინტერესში შედის, რომ არ იქნას ობიექტური ჭეშმარიტება დადგენილი, ეს არის ხელისუფლება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,