|
2023-04-21 09:25:43, 1493 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვერავინ გაიგებს, თუ უკრაინის NATO-ში მიწვევა ზაფხულის სამიტზე არ გამოცხადდება
ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი NATO-ს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ალიანსში მიწვევა ზაფხულის სამიტზე არ გამოცხადდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. "ჩვენ ვემზადებით "რამშტეინის" შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვემზადებით ჩვენი აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია. ვემზადებით ვილნიუსში NATO-ს სამიტისთვის, რომელიც ამ ზაფხულს არის დაგეგმილი. მაგრამ მისი შინაარსი უკვე მუშავდება ასეთი ტიპის შეხვედრებზე, სხვადასხვა დონეზე კონტაქტების დროს, რაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი NATO-ს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე არ გაჟღერდება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ დამსახურებული, პოლიტიკური მოწვევა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, გუშინ 20 აპრილს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO -შია და ალიანსი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)