|
2023-04-20 21:36:15, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - საომარი მდგომარეობის დროს საპარლამენტო არჩევნების დრო არ არის
ახლა საპარლამენტო არჩევნების დრო არ არის, რადგან კანონის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს საომარი მდგომარეობის დროს, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის დროს ხარისხიანი და სანდო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ხოლო საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე ჩატარდება ის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის თანახმად უკრაინაში ამა წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო. „ვფიქრობ, რომ არჩევნები საომარი მდგომარეობის დასრულებისთანავე ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი უნდა შეიცვალოს, მაგრამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მეეჭვება, რომ ახლა შესაძლებელი იყოს უკრაინაში მაღალი ხარისხის, კანონიერი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებს საზოგადოება ენდობა. არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ახლა უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს ნამდვილად არ არის საარჩევნო საკითხი“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)