|
2023-04-20 16:08:49, 1459 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, ალიანსი პირობას დებს, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს
უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, ალიანსი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ სამართლიანად უნდა იპოვოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში. "უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია და ჩვენ ამაში დავეხმარებით. დღეს განვიხილეთ ყოველწლიური საინიციატივო მხარდაჭერა. ეს დაგეხმარებათ, საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან და დოქტრინიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადახვიდეთ და უზრუნველყოთ ალიანსთან სრული თავსებადობა",- განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ეს არის ნატო-ს უკრაინისადმი გრძელვადიანი ვალდებულების მტკიცებულება და ალიანსი მის გვერდით იმდენ ხანს იდგება, რამდენიც დასჭირდება. "ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური სისტემა, რომელიც უნდა შეჩერდეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია მუდმივი მშვიდობა და მე ყოველმხრივ მივესალმები ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულას". ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოების უფრო ძლიერი შესაძლებლობები“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)