20:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 08:52:47, 1041 ნახვა

მსოფლიო
იემენის ერთ-ერთ სკოლაში ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა

იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, სკოლაში რამადანთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჭყლეტა მოხდა.

გამოცემის ცნობითვე, ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ხოლო 13 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება.

ცნობისთვის, იემენში 2015 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლების სათავეში მეამბოხე ჰუსიტები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics