19:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 17:42:39, 935 ნახვა

მსოფლიო
სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა

სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასამხედროებულმა მებრძოლებმა სამხედრო თვითმფრინავების მოგერიება სცადეს. არმიასა და გასამხედროებულ მებრძოლებს შორის შეტაკებები მეხუთე დღეა გრძელდება. 

გამოცემის ცნობითვე, რეგულარული არმიის მიზანი აეროპორტის ტერიტორიიდან სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) განდევნა იყო. 

შეგახსენებთ, ხართუმში, არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს, შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში, სულ მცირე, 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics