|
2023-04-18 13:14:21, 759 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - კეზერაშვილი და ძმანი მისნი თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ, დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ
„გამამტყუნებელი განაჩენებით აღიარებული დამნაშავეები: კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში, მათი მფარველობით კი არ უნდა სარგებლობდნენ და თანამდებობებზე კი არ უნდა ინიშნებოდნენ, არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ და საქართველოს კანონიერ მოთხოვნას კანონიერი და სამართლიანი პასუხი უნდა გასცენ დამნაშავეთა გადმოცემის თვალსაზრისით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მათიკაშვლმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მძიმე რეალობაა, როდესაც ევროპარლამენტში კეზერაშვილის დევნილ მედიამენეჯერობას იჯერებენ. „თუ ნამდვილი უხერხულობის შეგრძნებისთვის აუცილებელია, რომ "ბი-ბი-სი"-ს მიერ დადასტურებული ძარცვა და აფერისტობა მათ ან მათი ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების ოჯახის წევრებს შეხებოდა!? "ბი-ბი-სი"-ს მიერ გაშუქებული დანაშაულის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი სულ სხვაა - ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ქვეყანაში რომელიც მხოლოდ აღქმებით და თუნდაც ავტორიტეტული ტელევიზიის რეპორტაჟებით ვერ იხელმძღვანელებს, ვერ დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვერავის, მათ შორის კეზერაშვილს, კონკრეტული ფაქტზე, კონკრეტული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ვერ დაარქმევს დანაშაულის ჩამდენს, ვერც სანქციას დაუწესებს და ვერც სავიზო შეზღუდვას ვერ შემოუღებს, ვერავის ზოგიერთი ჩვენი მეგობრისგან განსხვავებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია.
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)