|
2023-04-13 23:37:04, 1196 ნახვა
საზოგადოება
გრიგორიადისის ბაბუა - ქუჩაში მცნობენ, მოდიან და მგულშემატკივრობენ, პოლიციელებიც კი
საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს, ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ის ქუჩაში გადის საზოგადოება მას ცნობს და გულშემატკივრობს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. "საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს - ჩვენს ოჯახს, ყველას... ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენ გვერდით დგას - ახალგაზრდობიდან დაწყებული, ძველგაზრდობით დამთავრებული. ქუჩაში რომ მივდივარ, ეტყობა, მცნობენ, მოდიან და გულშემატკივრობას გამოხატავენ ჩემდამი, პოლიციელებიც კი. რამდენიმე პოლიციელი მოვიდა, მიცნო", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)