|
2023-04-13 16:19:54, 1234 ნახვა
მსოფლიო
BAZA - მოსკოვში, საფრანგეთის საელჩომ მიიღო ამანათი, რომელშიც ცხოველების ძვლები იყო მოთავსებული
საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში მიიღო ამანათი ცხოველების ძვლებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ტელეგრამის არხ BAZA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, საელჩომ ამანათი გუშინ, 12 აპრილს მიიღო. მათივე ცნობით, გარეგნულად ეს იყო ჩვეულებრივი „რუსული ფოსტის“ პაკეტი, მაგრამ სტანდარტული სკანირების პროცედურის დროს, საელჩოს თანამშრომლებმა შიგნით პატარა ძვლები და ე.წ. შპრიცი აღმოაჩინეს. "ახლაც და გასულ ზაფხულს, გამგზავნზე მითითებული იყო პიეტრო ნოტარიანი, თუმცა, ახალი ამანათი ძვლებით საელჩოში ჩამოვიდა არა ევროპიდან, არამედ ყირიმის ქალაქ სუდაკიდან",- წერს ტელეგრამ არხი BAZA. გამოცემის ცნობითვე, მსგავსი ამანათები საფრანგეთის საელჩომ უკვე ორჯერ მიიღო. პირველად ივნისში, როდესაც ამანათში ძვლები იდო და თან ახლდა წარწერა - "სუვენირები ყირიმიდან", ხოლო შემდეგ დეკემბერში, როდესაც ამანათში მკვდარი თაგვი და ობობა იდო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრის ბოლოს ევროპაში უკრაინის რამდენიმე საელჩომ უცნობი გამგზავნისგან უცნაური ამანათები მიიღო. ჯერ ესპანეთში, უკრაინის საელჩოსთან ბომბით პაკეტი მივიდა, რომლის აფეთქების შემდეგად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. ამის შემდეგ, უკრაინის კიდევ რამდენიმე დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო ამანათი ცხოველის თვალებით და სისხლის კვალით. კერძოდ, ასეთი შეტყობინებები მიიღეს საელჩოებმა: უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულო ბრნოში (ჩეხეთი).
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)