|
2023-04-13 15:58:36, 1153 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისთვის პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო
საქართველოში ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ გახსნა. მისი განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას, შექმნის ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვისა და სარეაბილიტაციო სერვისებს. ასევე, პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრებაში. "პროექტი, „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ დირექტორმა ეკატერინე გურგენიძემ, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანიმ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ. შეხვედრაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)