|
2023-04-13 13:01:58, 805 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ეკლესია არ დაუშვებს, რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ [ვიდეო]
ეკლესია არ დაუშვებს, რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ეკლესია ასევე არ დაუშვებს, რომ „რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს“. „ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ, გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები, რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ. ნურას უკაცრავად, ყველამ იცოდეს. ევროპამაც იცოდეს, ამერიკამაც იცოდეს, რუსმაც, თურქმა, ირანელმა და ჩინელმა და ა.შ. ქართველი კაცი არასდროს არ გახდება არავის მონა“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)