|
2023-04-12 13:50:06, 972 ნახვა
საზოგადოება
ვნების კვირაა - კითხვები გადავდოთ - ქუთაისის მე-3 სკოლის დირექტორი მოსწავლეების დაპირისპირებაზე
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში თანაკლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა მოსწავლემ დახმარებისთვის მშობელს მიმართა, მან კი სკოლის დირექცია უყურადღებობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მეოთხეკლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და ამბობს, რომ დამრიგებელს მყისიერი რეაქცია ჰქონდა. "რამდენიმე დღის წინ ორ მეოთხეკლასელს შორის მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვებს გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ, დამრიგებლის მიერ იმ დროსვე იყო რეაგირება. სამწუხაროდ, მშობლის მიერ იყო უკურეაქცია, მან შეურაცხყოფა მიაყენა პედაგოგებს, მანდატურის სამსახურს. შეიჭრა სივრცეში, არ დაემორჩილა მანდატურს და ამის შემდეგ გამოძახებულ იქნა საპატრულო სამსახური და განიმუხტა სიტუაცია",- აცხადებს მაია ცქიტიშვილი. რაც შეეხება სკოლის დირექციას, სასწავლო ნაწილი მარინა ლომთაძე აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში "არც ერთი ბავშვი ყურადღების გარეშე არ არის". "ყველა ჩაყენებულია საქმის კურსში, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ეს კვირა ისეთი დღეებია, გთხოვთ, რომ კომენტარის გარეშე. ბავშვს ეხება და ერთი რამ იცოდეთ, რომ მე-3 სკოლაში არც ერთი ბავშვი ყურადღების გარეშე არ არის. არავის ბავშვი არსად არ გადაუყვანია", - უთხრა სასწავლო ნაწილმა ჟურნალისტებს. მომხდარ ფაქტზე საუბრისას საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, რომ ვნების კვირის გამო, უმჯობესია, თუ "კითხვებს რამდენიმე დღით გადადებენ". "რომელი ჟურნალისტებიც არ იქნება, ყველას გავცემ მე პასუხს, დღეს ვიკავებ თავს. აღდგომების შემდეგ [ვისაუბრებ]. დღეს ვნების კვირაა, ეს სხვა კვირა არის, ხომ შეიძლება, რომ ეს კითხვები გადავდოთ რამდენიმე დღით. მე კანონი მავალდებულებს, რომ თუ რამე ინციდენტი ხდება სკოლაში, პატრულიც გამოვიძახო. დაასრულებს პოლიცია გამოძიებას",- აცხადებს დირექტორი. აღსანიშავია, რომ მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)