2023-04-11 12:10:54, 1430 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგოროდის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით დრონი დაეცა
რუსეთში ბელგოროდის ოლქში დაუდგენელი დრონი ჩამოვარდა აეროპორტის ტერიტორიაზე და აფეთქდა. - ინფორმაცია დაადასტურა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-მ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.
შუხოვის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის დარტყმის შესახებ მანამდე სატელეგრაფო არხები Baza და Shot წერდნენ. მათივე ინფორმაციით, დრონის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობით დაეცა და აფეთქდა, რამაც აეროპორტის ღობე და სასიგნალო კაბელი დააზიანა.
წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაშავებული არ არის. ოფიციალურად, ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აეროპორტმა შეწყვიტა სამოქალაქო ფრენების მიღება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,