11:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 18:45:29, 1260 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფები, ბიძინა ივანიშვილის არალეგალური ძალაუფლების წყაროები არიან

საქართველოს მთავრობა დასანქცირებულ მოსამართლეებს უჭერს მხარს. ჩვენ მოწმეები ვართ, რომ პარტიასა და სასამართლოს შრის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია "ქართული ოცნება" და სასამართლოში გავლენის მქონე ჯგუფები, არიან კორუფციისა და ბიძინა ივანიშვილის არალეგალური ძალაუფლების წყაროები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესებს.

"საქართველოს მთავრობა დასანქცირებულ მოსამართლეებს უჭერს მხარს. ჩვენ მოწმეები ვართ, რომ პარტიასა და სასამართლოს შრის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ორივე მათგანი - პარტია და სასამართლოში გავლენის მქონე ჯგუფები - არიან პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის არალეგალური ძალაუფლების წყაროები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესს", - წერს გახარია.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics