|
2023-04-10 17:03:46, 1056 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხზე სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა
საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით" გრძელდება. იუსტიციის სამინისტროში ლექციას უძღვებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მომხსენებელმა ოკუპაციის შედეგებსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რთულ და წარმატებულ ბრძოლას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. სხვა საკითხებთან ერთად, სტუდენტებს, ასევე, განემარტათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ რუსეთის მიერ ოკუპაციას. ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რის ფარგლებშიც მომხსენებელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო ლექციების ციკლი 2022 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით",- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)