22:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 14:57:07, 763 ნახვა

საზოგადოება
ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ეროვნულ ლაბორატორიაში სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორმა, თინათინ ჯაჯანიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის საბაკალავრო პროგრამის „მევენახეობა და ენოლოგია“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან სემინარი ჩაატარა თემებზე : ენოქიმია და ღვინის დაავადებები.

თინათინ ჯაჯანიძემ სტუდენტებს ღვინის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მუშაობის პრინციპები და ძირითადი სერვისები გააცნო. ასევე, ისაუბრა მეღვინეობის მიმართულებით ლაბორატორიული კვლევებსა და მათ დაგეგმვა-განხორციელების თავისებურებებზე.

სემინარის დასასრულს, სტუდენტებმა დეგუსტაციის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ირმა ჭანტურიას სახელობის ეროვნულ ლაბორატორიას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის საბაკალვრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ საშუალება,  გაიარონ სტაჟირება, შეასრულონ საბაკალავრო და სამაგისტრო თეზისების კვლევითი კომპონენტები და მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics