22:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 13:37:57, 782 ნახვა

საზოგადოება
რევაზ ჯორბენაძე რესპუბლიკურზე - აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტლის არსებობა

ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოგვიდგინა, საკმაოდ, საინტერესო პრეზენტაცია. სამედიცინო სფეროში, დღეს არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტლის არსებობა,- ამის შესახებ „ჩაფიძის გულის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ჯორბენაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, უზრუნველყოფილი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება და დასაქმება.

„როგორც პრეზენტაციაში იყო ნათქვამი, მედპერსონალს კონტრაქტები გაუგრძელდება, შესაბამისად, მათი ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნება, სანამ არ დამთავრდება კლინიკის რეაბილიტაცია, თუ ახალი კლინიკის მშენებლობა/აღჭურვა. ასევე, მათ შესთავაზებენ ალტერნატიული დასაქმების ადგილებს. მე, როგორც ერთ-ერთი კერძო კლინიკის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, მზად ვარ, დავასაქმო რამდენიმე სპეციალისტი, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფო, ყოველთვის იყო და არის ძალიან გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული. ვფიქრობ, სხვა კლინიკებიც იმავეს გააკეთებენ“, - განაცხადა რევაზ ჯორბენაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics