|
2023-04-10 10:04:21, 661 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციას „ელკანას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჯამეთის აღკვეთილში, ბი პი საქართველოს მხარდაჭერით, იმერული მუხის აღდგენის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციას „ელკანა“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი „აჯამეთის აღკეთილში იმერული მუხის აღდგენა“ ითვალისწინებს 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იმერული მუხის 5000-მდე ნერგის დარგვას, რეგულარულ მოვლასა და 2 წლის განმავლობაში მონიტორინგს. სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ მოაწერეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი პი საქართველოს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდასა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის კონსერვაცია წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)