2023-04-09 20:33:38, 848 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია - „ერთად ევროპაში“ დასრულდა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით „ერთად ევროპაში“ დასრულდა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს სიტყვით ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო.
როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,