22:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 14:23:02, 743 ნახვა

საზოგადოება
ნანა მახარაძე - ჩემში 19 წლის გოგო ისევ ცოცხლობს - ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო თავისუფლება

ჩემში ეს 19 წლის გოგო ისევ ცოცხლობს - ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო თავისუფლება, - ამის შესახებ ნანა მახარაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მახარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

"მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. დიდი მადლობა თქვენ, დამსწრე საზოგადოებავ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქართველ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგით მთრევი ქალბატონები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს. მე ამაყი ვარ, იმიტომ რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის", - განაცხადა მახარაძემ.

ცნობისთვის, ნანა მახარაძის გარდა, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ღირსების მედლით საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის ნანა მალაშხიაც დააჯილდოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics