13:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 16:42:19, 1134 ნახვა

პოლიტიკა
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბური ე.წ. სამხედრო წვრთნები დაიწყო

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. „შეიარაღებულმა ძალებმა“ ფართომასშტაბიანი „წვრთნები დაიწყო“,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, წვრთნების მთავარი მიზანი შტაბისა და ჯარების მზადყოფნის, დონის ამაღლებაა

"აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში ფართომასშტაბური წვრთნები დაიწყო სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებისა და ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებით...

წვრთნების მთავარი მიზანი შტაბისა და ჯარების მზადყოფნის, დონის ამაღლებაა. მათი კოორდინაცია მოულოდნელად წამოჭრილი ამოცანების გადაჭრაში...

შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics