15:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 16:39:14, 727 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან

საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

ხაბეიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, 9 აპრილს, 17:00 საათზე მსოფლიოს ერთიანობა აჩვენოს.

"კლასიკური საქართველოს მოღალატე, გარუსებული მურუსიძის ისტერიკა მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში. რუსულ სტილში, დასავლეთზე თავდასხმითა და კრემლის პროპაგანდის შესაბამისი ტექსტებით. პირდაპირ ეთერში გამოაცხადა მურუსიძემ, რომ არის კრემლის წარმომადგენელი საქართველოს სასამართლოს სისტემაში. ყველა მისი სიტყვა, წინადადებათა წყობა იყო ანტისახელმწიფოებრივი, რუსული, პუტინისტური და გაზავებული სალავიოვ - სიმონიანის მესიჯებით. 

საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის სურვილს - გავხდეთ ევროკავშირის წევრები! 9 აპრილს, 17:00 საათზე ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ, სანამ საქართველოს არ გავიყვანთ სამშვიდობოს და არ შევიყვანთ ევროკავშირში", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics