|
2023-04-06 15:36:30, 1038 ნახვა
საზოგადოება
Volvo XC90 და XC90 Recharge Plug-in Hybrid საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის ჯილდოს მფლობელია
დიდი ზომის პრემიუმ SUV-მა - Volvo XC90-მა საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (IIHS) 2023 წლის TOP SAFETY PICK+ ჯილდო მიიღო. გამარჯვების მოსაპოვებლად შვედურ მწარმოებელს უსაფრთხოების გამკაცრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწია. ვოლვო ქარსის კონცეფციის გათვალისწინებით, უსაფრთხოება ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო გიგანტი არჩეულ გზას მიჰყვება და შედეგებს სულ უფრო აუმჯობესებს. „Volvo XC90 ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ ის გზებზე მოძრავი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სიაშია“, - განაცხადა ასა ჰაგლუნდმა, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა. საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ავტომობილები გამორჩეულია როგორც უსაფრთხოებით, ისე ეკოლოგიურობით. XC90 Recharge მოდელს 73 კილომეტრამდე გავლა შეუძლია სრულად დამუხტული ელექტროძრავით. დღეს Volvo Cars-ისთვის მდგრადი განვითარება ისეთივე პრიორიტეტული მიმართულებაა, როგორც უსაფრთხოება. შვედურ მწარმოებელს უკვე გაცხადებული აქვს, რომ 2030 წლისათვის მხოლოდ სრულად ელექტრომოდელებს გაყიდის, ხოლო 2040-ისთვის კლიმატნეიტრალური კომპანია იქნება.
IIHS საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებაა. ამის მისაღწევად, IIHS ყოველწლიური კვლევების საფუძველზე, მოთხოვნებს ავტომწარმოებლების მიმართ ზრდის და ახალ კრიტერიუმებს ადგენს. Volvo Cars ვოლვო ქარსი, რომელიც 1927 წელს დაარსდა, დღეს უკვე 100 ქვეყანაში საქმიანობს. ამიერკავკასიასა და შუა აზიაში შვედურ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)