15:01 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 12:40:40, 795 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი სანქციებზე - მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს

მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს, - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

მაჭარაშვილის თქმით, ასეთი გზავნილები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ აშშ საქართველოს ვერ ხედავს როგორც სუვერენულ, შემდგარ სახელმწიფოს. 

"მეტი როგორღა უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა, რომ მათ უნდათ, კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. უკვე საზოგადოებასაც აღარ ეპარება ეჭვი. პირდაპირ ამბობენ იმიტომ, რომ თქვენ არ ნიშნავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ გეუბნებითო; იმიტომ, რომ არ ნიშნავთ ისეთ მოსამართლეებს, ვისზეც ჩვენ გეუბნებით და იმიტომ, რომ იღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მოსწონს შეერთებულ შტატებს და იბარებ საელჩოში, ამიტომ დასანქცირდებითო. მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს. აქ მთავარი გზავნილია კიდევ, ისინი საქართველოს ვერ ხედავენ, როგორც შემდგარ სახელმწიფოს და სუვერენულ ქვეყანას. ადრე ფორმალურად მაინც ამბობენ და ახლა ვეღარც ამბობენ, რომ საქართველო სუვერენულია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics