11:43 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 11:51:39, 1373 ნახვა

სამართალი
კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების ორი ფაქტი დაფიქსირდა - დაკავებულია 2 პირი

კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა.

ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 15 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics