17:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 17:36:15, 817 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი - რუსეთი აფხაზეთის განვითარებისთვის საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს გააგრძელებს

რუსეთი გააგრძელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას აფხაზეთის კომპლექსური, სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, "აფხაზეთის რესპუბლიკა" რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია, წელს კი დამოუკიდებლობის აღიარების და ურთიერთდახმარების გაფორმებიდან 15 წელი აღინიშნება.

"აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და მეგობრობის, თანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების შეთანხმების გაფორმებიდან 15 წელს აღვნიშნავთ. რუსეთი გააგრძელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას აფხაზეთის კომპლექსური, სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის", - თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics