|
2023-04-05 13:28:04, 642 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ლიზინგმა“ „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
"თიბისი ლიზინგმა" და „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილმა პირველმა “მწვანე” USB კაბელების კომპანია „ტენემ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში, "თიბისი ლიზინგის" ოფისებში პლასტმასის გადასამუშავებელი ურნები და ჭიქების კოლექტორი განთავსდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო მასშტაბური „მწვანე“ პროექტების დასაწყისი იქნება და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, დადებით გავლენას იქონიებს გარემოს დაცვაზე. "თიბისი ლიზინგი" სრულად იზიარებს „ტენეს“ პოლიტიკას და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების საქმეში. შეგახსენებთ, რომ „ტენე“ არის პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების წინაღმდეგ ბრძოლაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად „ტენე“ მოსახლეობისგან სხვადასხვა სახის წახალისების გზით, იბარებს საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენს, რომლსაც მოგვიანებით გადაამუშავებს და ნულოვანი ემისიის პოლიტიკის ფარგლებში იყენებს კაბელის დასამზადებლად. „ჩვენთვის, როგორც მწვანე ინიციატივების მხარდამჭერი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წავახალისოთ „ტენეს“ გარემოსდაცვითი ინიციატივა, რაც შიდა კომუნიკაციითა და მემორანდუმის გაფორმებით დავიწყეთ. დასაქმებულებს მუდმივად აქვთ სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ კორპორაციული პასუხისმგებლობის კამპანიებში, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობაში, რა მიმართულებითაც გარემოსდაცვითი პოლიტიკა განსაკუთრებულ მოქნილობას იძლევა, განვითარების მრავალმხრივი არეალი აქვს და სამომავლოდაც გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით განვითარებას,“ - აცხადებს თეო ლეჟავა, "თიბისი ლიზინგის" ბრენდისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც არ ხდება მყარი ნარჩენის დანაწევრება (სეპარირება) და გადამუშავება. ასეთ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში. დარწმუნებული ვარ "თიბისი ლიზინგთან" დაწყებული თანამშრობა ბიძგს მისცემს ბევრ სხვა ქართულ კომპანიას გახდნენ უფრო მდგრადი, იმუშაონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და იზრუნონ გარემოზე,“ - აცხადებს სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)