01:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 10:21:16, 762 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტ მედნის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტ მედნის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა საქართველო-ლატვიას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

„ლატვია არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც მადლობას გიხდით. დღეს, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ ამ გზაზე, ვემზადებით კანდიდატის სტატუსის მისაღებად,  ჩვენი პარტნიორების, მეგობარი ქვეყნების  გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესი როგორც ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულების, ასევე რეფორმების განხორციელების  მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროგრესი ყველას დავანახოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრა და წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. 

ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ედიტ მედნიმ ლატვიის მხარის სახელით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მზაობა დაადასტურა. 

„ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება. ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ  უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად. ლატვიის  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალ დონეზე ისწავლება აგრარული მიმართულებები და მოხარული ვიქნებით, თუ ქართველი სტუდენტები განათლებას ჩვენთან მიიღებენ. მზად ვართ, გაგიზიაროთ წარმატებული გამოცდილება ნარჩენებისა და ტყის რესურსების მართვის, სურსათის უვნებლობის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. იმედი მაქვს, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველო მიზანს მიაღწევს“, - აღნიშნა  ედიტ მედნიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics