|
2023-04-04 10:46:23, 818 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანი ბალტიის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს უმასპინძლა. თავდაცვის უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ედიტე მედნეს, ანდრიუს კალინდრასა და რიინა კალიურანდს საქართველოს მრავალწლიანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მინისტრის მოადგილემ ყურადღება საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დამყარებულ, განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის, მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე სამ სტრარეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანასთან თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის წვლილსაც, გაწეულ პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ექსპერტების ჩართულობას. მხარეებმა რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებზეც იმსჯელეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა დიპლომატებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და 2020-2030 წლების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)