02:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 19:31:29, 690 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - პარასკევს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან დეტალურად გავივლით შეთავაზების პირობებს

პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან, დეტალურად გავივლით შეთავაზების პირობებს. მივაწვდით ინფორმაციას, ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს კლინიკასთან დაკავშირებით და რა გზით მივდივართ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. 

აზარაშვილის თქმით, პარალელურად, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების მიერ მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, საბოლოო გადაწყვეტილება კი, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. 

„ამას სწავლობს, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული კონსულტანტების ჯგუფი. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად სწავლობდა აღნიშნულ კლინიკაში არსებულ პრობლემებს და თავის შეთავაზებას ამზადებენ. თუმცა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ეს პროცესი შეჩერდა, ახლა კვლავ გრძელდება და საბოლოო დასკვნაც გვექნება. ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია,  გადაწყვეტილებას მივიღებთ უკვე ყველა ამ დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ჩვენ 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ვთხოვთ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიღებულია და არ შეიცვლება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

ზურაბ აზარაშვილმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები არ დაირღვევა და ისინი, კლინიკაში მიმდინარე პროცესების დასრულებამდე, აუცილებლად იქნებიან უზრუნველყოფილი ან სამსახურით, ან შესაბამისი სახელფასო ანაზღაურებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics