|
2023-04-02 12:27:28, 798 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში აქცია მიმდინარეობს
რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მედიკოსების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან საავადმყოფოს წარმომადგენლები, რომელთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას კვლავ რესპუბლიკურის შენობის შენარჩუნება წარმოადგენს. სამედიცინო დაწესებულების ეზოში ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც რესპულიკური საავადმყოფოს ექიმებს სოლიდარობას უცხადებენ. "ჩემთვის მოულოდენელი და შოკისმომგვრელი იყო ეს განაცხადი, რომ უნდა დაინგრეს. როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა. ეს არის ქართული მედიცინის ისტორია. ძალიან ვთხოვ მთავრობას, მოვიდეს გონს, ასე არ შეიძლება ყველაფრის განადგურება. ვთხოვთ მთავრობას კიდევ ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ასე და არავის შევუშვებთ შიგნით", - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას ექიმმა, ლალი ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რესპულიკური საავადმყოფოს ნგრევა დაანონსდა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, მედპერსონალის შენარჩუნების, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და კლინიკის დირექტორის, ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ. ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, 21 მარტს გავრცელდა. 27 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. ამავე დღეს, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი და თქვა, რომ პერსონალს მომდევნო კვირას შეხვდებოდა. გუშინ, 1-ელ აპრილს, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, მედპერსონალის დასაქმებასა და ანაზღაურების გადახდაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დასაქმება ვერ მოხდება, პასუხისმგებლობას იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)