05:15 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 11:06:52, 809 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ

„10 წლის განმავლობაში, ჩვენ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ",- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა.

„10 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. 2013 წლამდე,საყოველთაო პროგრამის მსგავს პროგრამაზე, დაახლოებით, 70 მილიონი იყო გამოყოფილი. დღეს ეს რიცხვი ათჯერ და  15-ჯერ არის გაზრდილი. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის ბოლოს მოვიდა ადამიანზეა ორიენტირებული და პირველი პრიორიტეტიც ისაა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე კი, ადამიანებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდათ, რომ გაეყიდათ საცხოვრებელი სახლები. 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ჩვენ, დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ", - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სევისების ხარისხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა. "

რაც შეეხება გამოწვევებს. მთავარი გამოწვევა ხარისხია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ და მაღალ სტანდარტებსაც ვამკვიდრებთ. 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება.2013 წლამდე კი სტანდარტები უბრალოდ არ არსებობდა",-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics