|
2023-03-31 16:10:54, 1267 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება არა დაშინება, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობაა
ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება არა დაშინება ან შანტაჟი, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. როგორც ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას აღნიშნა, "მათრახის ქვეშ" ცხოვრება არ სურთ და "მონები არ იქნებიან. "ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ გარემოებებსა და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, ჩემ მიერ დაჟინებით გააქტიურდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე. სწორედ იმ ბირთვული იარაღის დაბუნებაზე, რომელიც გატანილ იქნა. შედეგი ცნობილია. მე არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას, დაშანტაჟებას. მე მინდა, დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობა. თავისი ისტორიით, მთელი თავისი არსებობით, ჩემმა ხალხმა ეს დაიმსახურა. მათრახის ქვეშ ცხოვრება აღარ გვინდა და მონები არ ვიქნებით. ჩვენს ისტორიაში ბევრი კრიტიკული სიტუაცია იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიბრძნე, შეგვენარჩუნებინა საკუთარი თავი და ჩვენი ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ, ბელარუსის მოქალაქეებს გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და განვსაზღვროთ ეროვნული მიზნები შემდგომი განვითარებისთვის საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე", - აცხადებს ლუკაშენკო. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)