04:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 15:55:12, 822 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურს „Med-Vet-Net Association”-ის წევრის სტატუსი მიენიჭა

„Med-Vet-Net Association” აერთიანებს 10 საზოგადოებრივ და 11 სურსათის/ვეტერინარულ ინსტიტუციას ევროპის 14 ქვეყნიდან და მიზანად ისახავს ვეტერინარული და სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების ქსელის გაფართოებას ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს უწყობს „One Health – One Medicine” დღის წესრიგის განვითარებას.

ასოციაციის მმართველობითი საბჭოს შეხვედრას, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევითი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ვეტერინარიის კვლევის სამსახურის უფროსმა ლევან ციცქიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფრასტრუქტურის, მიზნებისა და საქმიანობას შესახებ.

„ასოციაციის მმართველობითი საბჭოს შეხვედრაზე, განვიხილეთ პროექტები, რომელთა შესრულებაშიც ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახური და რომელთა თემატიკაც დაკავშირებულია „ერთი ჯანმრთელობის“ კონცეფციასთან. ასოციაციის მმართველობითი საბჭოს ჩვენ შევთავაზეთ, ასოციაციის წევრების მონაწილეობით შეიქმნას კონსორციუმი, რაც ასოციაციას მისცემს საშუალებას, მოამზადოს და წარადგინოს საგრანტო წინადადება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის („Horizon Europe“) ფარგლებში. აღნიშნულმა წინადადებამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მოწონება. მიღებულია გადაწყვეტილება, დაიწყოს მუშაობა კონსორციუმის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოდგენილი იქნება როგორც სრულუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა ლევან ციცქიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics