|
2023-03-31 12:29:50, 945 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება - ხალხმა მანდატი ამისთვის მოგცათ
ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი და სწორედ ამისთვის ხართ აქ,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლებს. როგორც პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას მოითხოვს. "31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფრენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა. აღსრულდა ნება ქართველი ერისა - ამ სიტყვებით ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენ წინაშე გამოსვლისთვის სწორედ ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს, ხელისუფლება ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ აამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი და სწორედ ამისთვის ხართ აქ. ამიტომ, მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე გაწერილი მუხლი - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველაზე ზონა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკურ ხელეკრულებების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)