18:24 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 15:39:46, 1171 ნახვა

სამართალი
იოსელიანი აქციაზე დაკავებულებზე - მათი დაკავება აბსოლუტურად უკანონო იყო

მათი დაკავება იყო აბსულუტურად უკანონო, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე პირების დაკავებას.  

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული ადამიანები მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატვდნენ.

"ადამიანები, რომლებიც იდგნენ, არ არღვევდნენ კანონს, მათი დაკავება, წაყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იყო აბსოლუტურად უკანონო იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ გამოხატავდნენ თავიანთ აზრს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს, პარლაენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ათობით პირი დააკავა. გუშინ, 29 მარტს  კი, პროტესტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავება მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics